კინოს დაბადება
პირველი წარმატებული კინემატოგრაფიული სისტემა გამოიგონა თომას ედისონმა და მისმა ინჟინერმა უილიამ დიქსონმა. მათ შეიქმნეს ორი მოწყობილობა „კინეტოგრაფი“ და „კინეტოსკოპი“ . ეს სისტემა შექმნილი იყო 1880-იან წლების ბოლოს და 1890 წლების დასაწყისში. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშვნო, რომ კინეტოსკოპი მხოლოდ შექმნილი იყო ერთი ადამიანისთვის. ამიტომ, ძმები ლუი და ოგიუსტ ლუმერები, რომლებიც იცნობდნენ ედისონის ტექნოლოგიის დიზაინს და იმის გამო, რომ ედისონმა არ დააპატენტა თავისი გამოგონება ევროპაში, შეძლეს მისი ზოგიერთი იდეის გამოყენება, აღიარებულნი არიან კინოს გამომგონებლებად.
სახელწოდება კინოს მათმა აპარატმა „სინემატოგრაფმა“ მისცა. ლუმიერებმა პატენტის განაცხადი 1895 წლის 13 თებერვალს შეიტანეს და პირველი საჯარო დათვალიერება გაიმართა პარიზში 1895 წლის 22 მარტს. ნებისმიერი ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს კინოს დაბადების დღე, მაგრამ ოფიციალურ დაბადების დღედ აღიარებულია 1895 წლის 28 დეკემბერი, როდესაც პირველი კომერციული ფილმის სესია გაიმართა გრანდ კაფეს სარდაფში კაპუცინების ბულვარზე.
ფილმების ჟანრებია:
- ფანტასტიკური ფილმები
- კომედია
- დოკუმენტალური ფილმები
- მულტფილმები
პროექტის შესახებ კითხვარი: იხილეთ აქ
ტექსტის წყარო: იხილეთ აქ
განხილვა
ჩვენ გამოკითხვას გავატარეთ იმაზე თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან ადამიანები ფილმებით, რა ჟანრებს უპირატესობას ანიჭებენ, რომელი ქვეყნის ფილმებს უყურებენ უფრო ხშირად, რა მოსწონთ მათ ქართული ფილმები და არსებობს თუ არა ისეთი ფილმები, რომლებიც დიდი გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე. ჩვენი გამოკითხვაზე 14 ადამინი მონაწილეობდა, რომელის ნახევარი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, ნახევარი კი მამრობითი. მონაწილეთა 92,9%-ი ანუ 13 იყო 18-21 წლამდე, ხოლო 7.1% ანუ ერთი მონაწილე 22-24 წლამდე. მათი 57,1% ძალიან დაინტერესებული არიან ფილმებით, 50 % დრამა, 42,9 % მეტ ნაკლებად დაინტერესებული არიან. გამოკითხულთა 71,4 % მოსწონს ფანტასტიკუი ჟანრის ფილმი, 57,1% საშინელება და კომედია, 42,9 % თროლერი და 35, 7% მულტფილმები. გამოკითხულთა 85,7% ხშირად ამერიკულ ფილმებს უღურებენ, 42,9% ევროპული, 35, 7 % რუსული, ხოლო კორეულ, თურქულ და ქართულ ფილმებს თანაბრად 21,4% უღურებენ
ფილმები
აფლათუნ ისმაილოვ - რა არის ფილმი, ფილმის ისტორია.
აისელ იბრაგიმოვა - პირველი პილმი, პირველი ფერადი ფილმი.
სარგის ირიციან - ფილმის ჟანრები, კინოკომპანიები.
No comments:
Post a Comment